Tuesday, March 15, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის მეცხრე დღეა.
მოვახდინე ჩემი ნაშრომის პრეზენტაცია, მოვისმინე კოლეგების ზეპირი კომენტარები, ვნახე მათი პრეზენტაციები და გავუზიარე კონსტრუქციული უკუკავშირი, შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი.
დასრულდა ტრენინგი ამაღლებული და სასიამოვნო განწყობით.გმადლობთ ტრენინგის ორგანიზატორებს, ჩვენს ტრენერს -ხათუნა რუსიეშვილს, იმ მოთმინებისა გულისხმიერებისათვის, რომელსაც ის იჩენდა ჩვენს მიმართ მთელი ტრენინგის განმავლობაში.
წარმატებებსა და წინსვლას გისურვებ ძვირფასო, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში.

Thursday, March 10, 2016

ტრენინგის მერვე დღე

დღეს განვიხილეთ ფასილიტაციის, პროექტის გზამკვლევის, მასალები, რა ევალება ფასილიტატორს, როგორ უნდა მოამზადოს ფასილიტაციის მასალები. მოვამზადე პრეზენტაცია ფასილიტაციაზე.
დავასრულე ჩემი პროექტის პორტფოლიოს სრულყოფა და და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Tuesday, March 8, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავეცანი დიფერენცირებული  სწავლის პრინციპებსა და შეფასებებს, როგორ შევქმნა შეფასების რუბრიკა, დავგეგმე მოსწავლეთა საჭიროებები.

Thursday, March 3, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

დავასერულე მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის მომზადება და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე;
ასევე მოვიძიე მასალები პროექტის შეფასებისთვის და ჩამოვწერე პორტფოლიოს საქაღალდეში შეფასებები. 

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია


Tuesday, March 1, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაცია და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე.